Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს საპლეიოფო დაპირისპირებაში მინესოტა ტიმბერვულვზმა ფინიქს სანსთან სერია დახურა.
მე-4 თამაში 122-116 დასრულდა და შესაბამისად მინესოტამ სერიაში 4-0 იმარჯვა. მოგებული გუნდს ენტონი ედვარდსმა 40 ქულით ულიდერა.
დევინ ბუკერის 49-ქულიანი და კევინ დურანტის 33-ქულიანი პერფორმანსები კი ფინიქსის სერიაში დასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ტიმბერვულვზი პირველი გუნდია, რომელმაც პლეიოფის შემდეგ ეტაპზე თამაში გაინაღდა.
აღსანიშნავია, რომ მინესოტამ პლეიოფის სერია 2004 წლის შემდეგ პირველად მოიგო.
მათი მეტოქე დენვერ ნაგეთსსა და ლოს ანჯელეს ლეიკერსს შორის გაირკვევა. ამ მომენტისთვის სერიაში ანგარიში დენვერის სასარგებლოდ 3-1 არის.
კომენტარები
7 საათის წინ
1 დღის წინ
1 დღის წინ
2 დღის წინ