ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
თ
თაზო ჩარკვიანი
14 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ის 31-ე ტურში მეცმა ლილს უმასპინძლა და 1-2 დამარცხდა.
მატჩის 23-ე წუთზე ანგარიში სწორედ მასპინძლებმა გახსნეს. გიორგი მიქაუტაძემ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და თავისიანები დააწინაურა, თუმცა გუნდმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო.
ლილმა პირველივე ტაიმში შეძლო სცენარის თავის სასარგებლოდ მოტრიალება. 32-ე წუთზე ისმაილიმ, ხოლო 44-ე წუთზე იაზიჩიმ შეძლეს გოლების გატანა.
მეორე ტაიმში შეხვედრაში აღარაფერი შეცვლილა, ლილმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა, მეცი კი 29 ქულით მე-16 ადგილზე რჩება და გასავარდნი პლეიოფის ზონაში იმყოფება.
ლიგა 1-ის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი, მიქაუტაძის გუნდს კი რენთან, სტრასბურგთან და პსჟ-სთან მატჩები აქვს დარჩენილი.
რაც შეეხება თავად ქართველ თავდამსხმელს, მან ბოლო 4 მატჩში 6 გოლი გაიტანა, ჯამში კი საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 11 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. გიორგიზე წინ კილიან მბაპე, ჯონათან დევიდი, ალექსანდრ ლაკაზეტი და პიერ-ემერიკ ობამეიანგი არიან.
კომენტარები
1 დღის წინ
8 საათის წინ