Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს პლეიოფში მომდევნო ეტაპზე გასული კიდევ 2 გუნდი გაირკვა. პირველი სერია მინესოტა ტიმბერვულვზმა დახურა, რომელმაც ფინიქს სანსი 4-0 დაამარცხა.
ამავე ანგარიშით დაასრულა სერია ოკლაჰომა სიტი თანდერმა, რომელმაც მე-4 თამაშში ნიუ ორლეანს პელიკანსს 89-97 მოუგო. შაი გილჯეს-ალექსანდერი და ჯეილენ უილიამსი 24-24 ქულით გამოირჩნენ.
ოკლაჰომა მომდევნო ეტაპზე ლოს ანჯელეს კლიპერსსა და დალას მავერიქსს შორის გამარჯვებულს შეხვდება, რომელთა შორის ამ მომენტისთვის ანგარიში 2-2 არის.
თავისი სერია მოიგო დენვერ ნაგეთსმაც, რომელმაც ლოს ანჯელეს ლეიკერსს 4-1 სძლია. მე-5 თამაში 108-106 დასრულდა. ჯამალ მარიმ თავი 32 ქულით გამოიჩინა, ლებრონ ჯეიმსის 30 ქულა და 11 შედეგიანი გადაცემა კი სერიაში დასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა.
მოქმედი ჩემპიონი მომდევნო ეტაპზე მინესოტას დაუპირისპირდება.
კომენტარები
2 დღის წინ
4 დღის წინ
3 დღის წინ
20 საათის წინ