-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის EFL (კარაბაო) თასის 1/8 ფინალში ტოტენჰემმა საკუთარ მოედანზე მანჩესტერ სიტი მიიღო. შეხვედრაში 3 გოლი გავიდა და სამივე პირველ ტაიმში.
ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა. მე-5 წუთზე გოლი დეიან კულუსევსკის პასის შემდეგ ტიმო ვერნერმა გაიტანა. 25-ე წუთზე თავი პაპე სარმა შორეული დარტყმით აიღო ორტეგას კარი და ლონდონელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა.
ტაიმის ბოლოს მანჩესტერ სიტიმ ერთი ბურთი გაქვითა, სავინიოს ჩაწოდების შემდეგ მატეუს ნუნიეშმა შეამცირა სხვაობა და ანგარიში 2-1 გახდა.
შეხვედრის მეორე ტაიმში გოლი აღარ გასულა და ტოტენჰემმა მანჩესტერ სიტი დაამარცხა, შესაბამისად გვარდიოლას გუნდი EFL თასს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.
ტოტენჰემი 1/4 ფინალში მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები