ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
17 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვილიარეალის ნახევარმცველს, ალექს ბაენას, ბარსელონაში თამაში იმდენად უნდა, რომ საჯარო კომენტარსაც არ ერიდება.
„ბარსაში თამაშს ვისურვებდი, ეს ჩემი ერთ-ერთი უდიდესი ოცნებაა. ბარსელონა მსოფლიოს საუკეთესო კლუბია.
კონტრაქტში გამოსასყიდი თანხაა ჩაწერილი და ჩემი შეძენა 60 მილიონ ევროდ არის შესაძლებელი." - უთხრა ბაენამ Carrusel-ს.
სხვათა შორის, ეს ის ბაენაა, დაახლოებით ერთი წლის წინ ფედე ვალვერდესთან კონფლიქტი რომ ჰქონდა. თუ პრესას დავუჯერებთ, საქმე ასე იყო:
რეალი - ვილიარეალის (2:3) წინა სეზონის მატჩში, ბაენა ფედეს მეუღლის რთულ ორსულობასა და შვილის შესაძლო დაკარგვაზე ეხუმრებოდა, რის გამოც ურუგვაელი ფეხბურთელი მეტოქეს თამაშის შემდეგ პარკინგზე დახვდა და სახეში მუშტიც გაარტყა.
ბაენამ ვალვერდეს წინააღმდეგ სასამართლოშიც შეიტანა სარჩელი, თუმცა საკმარისი მტკიცებულებების არქონის გამო, ფედე არ დაისაჯა, რასაც ვილიარეალის ნახევარმცველი ფლორენტინო პერესს აბრალებს:
„ვალვერდესთან მას შემდეგ არ მილაპარაკია. არაფერზე კომენტარის გაკეთება არ მინდა. მართალია, რომ ჩემთვის რთული პერიოდი და თვეები იყო. თუმცა, ყველამ კარგად ვიცით, რა კლუბთან გვაქვს საქმე და ვინ არის იქ მთავარი. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი უკვე წარსულშია." - აღნიშნა ბაენამ.
კომენტარები
2 საათის წინ
4 საათის წინ
4 საათის წინ
4 საათის წინ