Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 32-ე ტურში ელ კლასიკო შედგება.
სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის რეალი ბარსელონას უმასპინძლებს.
რეალი - ბარსელონა (23:00)
ლა ლიგის ცხრილში სამეფო კლუბი 78 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, კატალონიელები კი 70 ქულით მეორეზე არიან. შესაბამისად ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ამ მატჩს მნიშვნელოვანი სატურნირო დატვირთვაც აქვს.
ჩავის გუნდი გამარჯვების შემთხვევაში სხვაობას კონკურენტთან 5 ქულამდე შეამცირებს და ლა ლიგის მოგების შანსს კიდევ დაიტოვებს, ანჩელოტის შეგირდები კი გამარჯვების ან თუნდაც მატჩის ფრედ დასრულების შემდეგ ჩემპიონობას უფრო მიუახლოვდებიან.
შუა კვირაში გუნდებმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის მატჩები გამართეს. ბარსელონა პსჟ-სთან 1-4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა, რეალმა კი პენალტების სერიაში მანჩესტერ სიტი დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მიუნხენის ბაიერნს დაუპირისპირდება.
თამაშის სცენარი დღეს ბევრ მოთამაშეზე იქნება დამოკიდებული, თუმცა რეალის მხრიდან ვინისიუს ჯუნიორი და ჯუდ ბელინგემი, ხოლო ბარსას მხრიდან ლამინ იამალი და რობერტ ლევანდოვსკი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნებიან.
ვინისიუსს ბლაუგრანას წინააღმდეგ უკვე 16 მატჩი აქვს ჩატარებული. მისი სტატისტიკა კი 6 გოლსა და 3 საგოლე გადაცემას ითვლის, ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში კი მას 12 გოლი და 4 ასისტი აქვს მითვლილი.
ჯუდ ბელინგემმა უკვე 2 მატჩის ჩატარება მოასწრო ბარსელონას წინააღმდეგ და მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა, პირველ წრეში მონტჟუიკზე ჩატარებულ შეხვედრაში სწორედ ინგლისელის დუბლით გაიმარჯვა რეალმა. ჯუდის აქტივში ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 16 გოლი და 4 ასისტია.
რობერტ ლევანდოვსკის რეალის წინააღმდეგ 14 შეხვედრაში 8 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს, ბარსელონას შემადგენლობაში კი 6 მატჩში 2 გოლი და 2 ასისტი. პოლონელმა ლა ლიგის ამ სეზონში 13 გოლი და 8 ასისტი მიითვალა.
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-3-1-2) - ლუნინი; ვასკესი, ჩუამენი, რუდიგერი, მენდი; ვალვერდე, კამავინგა, კროოსი; ბელინგემი; დიასი, როდრიგო.
ბარსელონა (4-3-3) - ტერ შტეგენი; კუნდე, არაუხო, კუბარსი, კანსელო; გიუნდოგანი, კრისტენსენი, პედრი; იამალი, ლევანდოვსკი, რაფინია.
კლასიკოს მთავარი არბიტრი სეზარ სოტო გრადო იქნება, რომელმაც ლა ლიგის ამ სეზონში 17 შეხვედრაში იმსაჯა და მოთამაშეებს ჯამში 95 ყვითელი, 2 მეორე ყვითელი და 2 წითელი ბარათი უჩვენა, სულ კი 4 პენალტი დანიშნა.
კომენტარები
18 საათის წინ
20 საათის წინ
9 საათის წინ
9 საათის წინ