Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 24-ე ტურში მადრიდის რეალმა საკუთარ კედლებში მეორეადგილოსანი ჟირონა გაანადგურა.
შეხვედრა სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა.
ანგარიში ვინისიუს ჯუნიორმა ბრწყინვალე შორეული გოლით გახსნა. 35-ზე ბრაზილიელმა ულამაზესი ტრიველა პასით ერთი ერთზე ჯუდ ბელინგემი გაიყვანა, რომელმაც მეკარე მოატყუა და ცარიელ კარში შეაგდო - 2:0.
54-ე წუთზე კვლავ ვინისიუსის აქტიურობას მოჰყვა მესამე გოლიც - მეკარე გასანიგამ ბურთი ცხვირწინ მოიგერია და დამატებაზე ყველას ჯუდ ბელინგემმა დაასწრო, რომელმაც დუბლი მიითვალა, რამდენიმე წუთში კი მოედანი დისკომფორტის გამო დატოვა.
შეხვედრაში წერტილი კი 61-ე წუთზე როდრიგომ დასვა, რომელმაც ხანგრძლივი სოლო რეიდის შემდეგ შესანიშნავი დარტყმით აიღო მიჩელის გუნდის კარი.
90-ე წუთზე არდა გიულერის მოპოვებული პენალტი ხოსელუმ დაარტყა, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო - ჟირონას კარი ძელმა იხსნა.
ამ გამარჯვებით რეალმა ჟირონას სეზონის მეორე მარცხი აგემა (პირველიც რეალთან ჰქონდა), 61 ქულა დააგროვა და ცხრილში პირველი ადგილი განიმტკიცა. ჟირონა კი 56 ქულით მეორე ადგილზე რჩება.
კომენტარები
2 დღის წინ
22 საათის წინ
13 საათის წინ
13 საათის წინ