Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 29-ე ტურში მადრიდის რეალმა სტუმრად ოსასუნა დაამარცხა.
შეხვედრა ელ სადარზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 4:2 დასრულდა. ანჩელოტის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ჯუდ ბელინგემი მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა.
ანგარიში მატჩის უკვე მე-3 წუთზე ვინისიუსმა გახსნსა, რომელმაც მცველის შეცდომით ისარგებლა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა. თუმცა, უკვე მეშვიდეზე ანტე ბუდიმირმა წონასწორობა არადგინა.
კიდევ ერთხელ წინ გასვლა რეალმა მე-18 წუთზე შეძლო, როცა ფედე ვალვერდეს პასით დანი კარვახალმა მოახერხა ელეგანტურ სტილში თავის გამოჩენა.
61-ე წუთზე ბრაჰიმ დიასმა ანგარიში 3:1 გახადა, 64-ზე კი ვინიმ დუბლი შეასრულა და რეალის მეოთხე გოლი გაიტანა.
90+1 წუთზე იკერ მუნიოსმა ერთი ბურთი გაქვითა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 90+3-ზე არდა გიულერმა მეტოქის მეკარე წინ დაინახა და ცენტრიდან ბრწყინვალე დარტყმა შეასრულა, თუმცა ოსასუნა მეხუთე გოლისგან ხარიხამ იხსნა.
ამ გამარჯვებით რეალმა 72 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ ჟირონას 10, ბარსელონას კი 11 ქულით გაუსწრო, თუმცა კატალონიურ გუნდებს ამ ტურში ჯერ არ უთამაშიათ.
კომენტარები
18 საათის წინ
1 დღის წინ
8 საათის წინ
9 საათის წინ