Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანული BILD ფლორიან ვირცის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
გამოცემის ცნობით 2025 წლისთვის მოთამაშის დანიშნულების ადგილი დიდი ალბათობით მადრიდის რეალი იქნება.
ახალგაზრდა ფეხბურთელით სამეფო კლუბიც არის დაინტერესებული და მას ტონი კროოსის შემცვლელადაც მოიაზრებენ.
როგორც წყარო იუწყება, კლუბმა ერთ-ერთი გამორჩეული სკაუტი, ფელიპე მარტინი, რომელიც ჯუდ ბელინგემის საკითხზეც მუშაობდა, ვირცზე დასაკვირვებლად მიავლინა და დაავალა, რომ ყველა მატჩს ტრიბუნიდან უყუროს.
ფლორიანის დამატებით მანჩესტერ სიტი, არსენალი და ბაიერნიც არიან დაინტერესებულები.
21 წლის მოთამაშე წელს ბაიერ ლევერკუზენის ჩემპიონობის ერთ-ერთი შემოქმედი იყო. მის ანგარიშზე ბუნდესლიგის საჩემპიონო სეზონში 11 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა.
კომენტარები
5 საათის წინ
9 საათის წინ
12 საათის წინ
5 საათის წინ