მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვიტორ როკე მომავალ კვირას სამშობლოში დაბრუნდება.
Diario Sport-ის ინფორმაციით, ორშაბათს ყველანაირი საბუთი ოფიციალურად გაფორმდება და ბარსელონას ფორვარდი პალმეირასის ფეხბურთელი გახდება.
ბრაზილიელი, რომელმაც სეზონის პირველი ნახევარი იჯარით ბეტისში გაატარა, სამხრეთ ამერიკაში დაუყონებლივ გაფრინდება.
ბლაუგრანა 19 წლის როკეს სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს მიიღებს და მომავალი ტრანსფერიდან 20% ერგება.
როკე ბარსამ 30+31 მილიონ ევროდ 2023/24 სეზონში ატლეტიკო პარანაენსედან და ფეხბურთელმა ლა ლიგაში 14 მატჩის ჩატარება მოასწრო, რის შემდეგაც ბეტისში გადავიდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები