Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
4 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის მე-20 ტურის გადადებულ შეხვედრაში ბარსელონამ საკუთარ კედლებში ოსასუნა დაამარცხა.
შეხვედრა სტადიონ მონტჟუიკზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
მატჩის ერდერთი გოლი 63-ე წუთზე ახალგაზრდა ბრაზილიელმა ვიტორ როკემ გაიტანა, რომელიც მინდორზე იქამდე ერთი წუთით ადრე, ფერმინ ლოპესის ნაცვლად გამოჩნდა.
თავად ლოპესი თამაშს მეშვიდე წუთზე ჩაერთო, როცა ტრავმის გამო აცრემლებულმა მინდორი ფერან ტორესმა დატოვა.
67-ე წუთზე ოსასუნა კაცნაკლულიც დარჩა, როდესაც უნაი გარსია მეორე ყვითლის გამო მსაჯმა მოედნიდან გააძევა.
საბოლოოდ, ბარსელონამ თამაში მშვიდად გამარჯვებამდე მიიყვანა და 47 ქულა დააგროვა და ლიდერ ჟირონასთან სხვაობა თანაბარი მატჩებით 8 ქულამდე შეამცირა.
ხვალ თავის გადადებულ მატჩს მადრიდის რეალი, ხეტაფესთან სტუმრად ჩაატარებს და მოგების შემთხვევაში, 57 ქულით ცხრილის სათავეში დაბრუნდება.
კომენტარები
1 დღის წინ
10 საათის წინ
10 საათის წინ