Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერია ა-ს 21-ე ტურში იუვენტუსი ლეჩეს ესტუმრა და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა.
მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა.
59-ე წუთზე დუშან ვლაჰოვიჩმა ეფექტური დარტყმით ანგარიში გახსნა, 9 წუთში კი სერბმა დუბლი შეასრულა და ტურინელებს კომფორტული უპირატესობა მოუპოვა.
23 წლის თავდამსხმელი საოცარ ფორმაშია. სერია ა-ში ჩატარებულ ბოლო 5 მატჩში მის ანგარიშზე 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
შეხვედრის საბოლოო ანგარიში 85-ე წუთზე ბრემერმა დააფიქსირა, 0-3.
იუვენტუსისთვის ეს ზედიზედ მე-18 წაუგებელი მატჩი იყო ყველა ტურნირის ჩათვლით.
ბიანკონერიმ ამ მოგებით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა და ინტერს 1 ქულით უსწრებს, თუმცა მილანელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ