Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერია ა-ს მე-20 ტურში იუვენტუსმა სასუოლო 3-0 დაამარცხა.
ტურინელებს დუშან ვლაჰოვიჩმა ულიდერა, რომელმაც პირველ ტაიმში ორი შორეული გასროლით დუბლი შეასრულა, მათ შორის ერთი ჯარიმა იყო.
მატჩის საბოლოო ანგარიში კი 89-ე წუთზე ფედერიკო კიეზამ დააფიქსირა, 3-0.
შეხვედრის შემდეგ სერბმა კომენტარი გააკეთა:
"ჩვენ ყველა მატჩისთვის ისე ვემზადებით, როგორც ბოლოსთვის. ვცდილობთ, რომ ჩვენი მაქსიმუმი ჩავდოთ ყველა შეხვედრაში. ბედნიერები ვართ გამარჯვებით და გვინდა, რომ ასე გავაგრძელოთ, თუმცა ყოველთვის კონცეტრირებული უნდა ვიყოთ." - უთხრა მოთამაშემ DAZN-ს.
იუვენტუსმა 49 ქულა დააგროვა და ლიდერ ინტერს 2 ქულით ჩამორჩება.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ