Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ალექსანდრ ვოლკანოვსკი დანებებას არ აპირებს და ილია თოფურიასთან რევანშის მიღება სურს.
თავად ქართველი სპორტსმენი აცხადებს, რომ ვოლკთან მეორე მატჩში მის ინტერესებში არ შედის, თუმცა ავსტრალიელი არ ნებდება.
„ცოტა ხანი თავს დასვენების საშუალებას მივცემ, რამდენიმე თვის მანძილზე მაინც. თუმცა, ეს კვირაა თავს კარგად ვგრძნობ.
ბრძოლა ილიაზეა დამოკიდებული. თუ მას სურს ძალიან აქტიური იყოს და მალე იჩხუბოს, რემატჩი უფრო მალე იქნება და მზად ვარ დაველოდო. თუმცა, ერთი რამ რაც ზუსტად ვიცი, ჩემი შემდეგი ბრძოლა ილიასთან იქნება ტიტულზე.
თუ თოფურია ჩემთან ბრძოლამდე აპირებს რომ აქტიური იყოს, მშვენიერი. მე ჩემს ბრძოლაზე ვიფიქრებ, ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი შემდეგი ბრძოლა ქამარზე იქნება.
დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, ქამარს უკან დავიბრუნებ. ყველაფერს გავაკეთებ რაც ჩემს ძალაშია. ახლა დავისვენებ, მაგრამ როცა დაბრუნებას გადავწყვეტ, ასი პროცენტით ვიზამ ყველაფერს, რომ ქამარიც ჩემთან დაბრუნდეს." - ციტირებს ვოლკანოვსკის სიტყვებს Marca.
კომენტარები
3 დღის წინ
9 დღის წინ
3 დღის წინ
14 დღის წინ