-
Aa
+
ფონტის ზომა
მომავალი ზაფხულისთვის ლუის დიასი ბარსელონას ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე გახდა.
როგორც AS წერს, შემადგენლობაზე ხარჯვის ახალი ლიმიტით ბარსელონას ბიუჯეტი 37 მილიონით გაიზარდაც, რაც კლუბს ტრანსფერების დაგეგვმაში ხელს უწყობს.
გუნდის მთავარი მიზანი შეტევის გაძლიერება იქნება, პრიორიტეტად სახელდება ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ორივე შეტევის ორივე ფლანგზე შეეძლება თამაში.
ბარსას სპორტულ დირექტორს, დეკუს, ლუის დიასის თამაში დიდი ხანია მოსწონს და პრიორიტეტად სწორედ მას მოიაზრებს.
კოლუმბიური წყაროები წერენ, რომ ფეხბურთელის გაარემოცვა ბარსას პოტენციურ ტრანსფერზე უკვე გაესაუბრა. დიასს ლივერპულთან 2027 წლამდე გაფორმებული ხელშეკრულების გახანგრძლივება არ სურს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები