Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
4 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის 28-ე ტურში არსენალმა საკუთარ კედლებში ბრენტფორდი დაამარცხა.
შეხვედრა ემირეითს სტედიუმზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2;1 დასრულდა.
მე-19 წუთზე სეზონის მეექვსე გოლი დეკლან რაისმა გაიტანა და ანგარიში გახსნა, თუმცა სტუმრებმა ტაიმის მიწურულს წონასწორობის აღდგენა მოახერხეს.
მეორე ტაიმში არტეტას გუნდს გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება საკმაოდ გაუჭირდა - გამარჯვების გოლი 86-ე წუთზე ბენ უაითის პასით კაი ჰავერცმა გაიტანა და მეთოფეებს პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-7 მოგება მოუტანა.
ამ გამარჯვებით არსენალმა 64 ქულა დააგროვა, ლივერპულს ერთით, სიტის კი ორი ქულით გადაუსწრო და ცხრილის სათავეში მოექცა.
ხვალ, 10 მარტს, ლივერპულიდან და სიტიდან ერთ-ერთი (ან ორივე) ქულებს დაკარგავს, რადგან ეს ორი გუნდი ერთმანეთს ენფილდზე დაუპირისპირდება.
კომენტარები
5 საათის წინ
1 დღის წინ
11 საათის წინ