სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
15 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინტერის ნახევარმცველს, პიოტრ ჟელინსკის უღირს საქციელში დასდეს ბრალი.
პოლონეთი პორტუგალიასთან 1:5 დამარცხდა, თუმცა ჟელინსკიმ რონალდუს ფოტო სთხოვა, რაც პოლონეთის ნაკრების ექს-მცველმა, იაცეკ ბონკმა არ მოიწონა.
„მე და ნიკოლა მასთან მივედით, სურათი ვთხოვეთ და გადავიღეთ. არც კრიშტიანუს და არც ჩვენ ამასთან პრობლემა არ გვქონია.
არ მაინტერესებს, სოციალურ ქსელში რა ხდება. ჩემთვის კრიშტიანუ ისტორიაში ერთ-ერტი საუკეთესო ფეხბურთელია. სურათი მომინდა და გადავიღე, სულ ეს არის. რა არის აქ უღირსი?
წავაგეთ მატჩი და რა უნდა მექნა, კუთხეში დავმდგარიყავი? მასთან მივედი და ფოტო ვთხოვე, სულ ეს იყო. ეს არის ის, რისი გაკეთებაც მომინდა.
ბონკს აქვს უფლება თავისი აზრი გააჩნდეს. მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე ცუდი ჩავიდინე." - აღნიშნა ჟელინსკიმ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები