-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის EFL (კარაბაო) თასის 1/16 ფინალში ენფილდზე ლივერპული ვესტ ჰემს დაუხვდა.
შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. 21-ე წუთზე ავტოგოლი ჯარელ ქუანსამ მიითვალა, თუმცა ვესტ ჰემის მონაგარი ამ შეხვედრაში ეს იყო და ეს.
25-ე წუთზე დიოგუ ჟოტამ თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, თავისი პირველი საგოლე გადაცემა კი მერსისაიდელთა რიგებში ფედერიკო კიეზამ მიითვალა. პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.
მატჩის მეორე ნახევრის სტარტზე პორტუგალიელმა შემტევმა უკვე დუბლი შეასრულა და მასპინძლები 49-ე წუთზე წინ გაიყვანა. 74-ე წუთზე თავისი გოლი მოჰამედ სალაჰმა გაიტანა და სხვაობა ორამდე გაზარდა, 76-ე წუთზე კი ვესტ ჰემი კაცნაკლული დარჩა და გუნდის შანსები კიდევ უფრო შემცირდა. მე-2 ყვითელი ბარათი ედსონ ალვარესმა მიიღო.
მატჩის ბოლოს კიდევ ერთი დუბლი ვიხილეთ. 3-წუთიან მონაკვეთში 2 გოლის გატანა კოდი გაკპომ შეძლო. ნიდერლანდელმა ჯერ 90-ე წუთზე გამოიჩინა თავი, შემდეგ კი 93-ე წუთზე და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ლივერპულმა ვესტ ჰემი 5-1 გაანადგურა და კარაბაო თასის შემდეგ ეტაპზე დამაჯერებლად გავიდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები