ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
14 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
როგორც იცით, მილანმა სეზონის ბოლოს სტეფანო პიოლის გაშვების გადაწყვეტილება მიიღო.
დიდი ალბათობით, იტალიელ მწვრთნელს უმუშევრად ყოფნა დიდხანს არ მოუწევს.
ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ახალი სეზონისთვის მწვრთნელის ძიებაშია, რადგან ამჟამინდელ თავკაცს, ფრანჩესკო კალცონას, კონტრაქტი ივნისში ეწურება.
იტალიურ La Stampa-ს თუ დავუჯერებთ, ნაპოლი პიოლის დაუკავშირდა და 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, მე-3 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
შესაბამისად, პიოლი ნაპოლიში დანიშვნის ერთ-ერთ კანდიდატად ნამდვილად შევიძლია მივიჩნიოთ, სხვა ცნობილი მწვრთნელი კი, რომელსაც პარტონოპეის ასევე უკავშირებენ, ანტონიო კონტეა.
კომენტარები
7 საათის წინ
5 საათის წინ
1 დღის წინ
1 დღის წინ