ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩავიმ რეალთან მოახლოვებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
ელ კლასიკო ხვალ, 21 აპრილს, 23:00 საათზე გაიმართება. ამ ეტაპზე კატალონიური კლუბი მადრიდულს ცხრილში 8 ქულით ჩამორჩება.
„ხვალ ლა ლიგისთვის ბრძოლაში დაბრუნების შანსი გვეძლევა, რაც თამაშს ამ სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანს ხდის. ძლიერ რეალს ვხვდებით, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო გუნდის, მან სიტის გამოგდებით, კიდევ უფრო გაძლიერდბეოდა. მათი ეიფორია მაქსიმალური იქნება, რაც მეტოქეს უფრო რთულს ხდის.
დღეს კარგად ვივარჯიშეთ, გუშინ ჯერ კიდევ წაგებისგან გამოსვლის პროცესში ვიყავით. გუნდს ლა ლიგის მოგებისთვის გაბრძოლება ძალიან უნდა.
ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია ამ სეზონში. უნდა მოვიგოთ, ლიდერზე ზეწოლა მოვახდინოთ. თუ გავიმარჯვეთ, ხუთი ქულით ვიქნებით უკან და ასეთი სცენარი მოგვწონს.
რეალის მიმართ უდიდესი პატივისცემა გვავს. ახლა ოთხი ქულით ნაკლები გვაქვს, ვიდრე წინა სეზონის ამ მონაკვეთში, როცა ვლიდერობდით. ყველაფერს გავიღებთ, რომ ამ ძლიერ გუნდთან კონკურენცია შევძლოთ." - აღნიშნა ჩავიმ.
კომენტარები
12 საათის წინ
1 დღის წინ
13 საათის წინ
13 საათის წინ