Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
მან სიტის მცველმა, იოშკო გვარდიოლმა, რეალთან მოახლოვებულ საპასუხო მატჩზე ისაუბრა.
პირველი შეხვედრა სანტიაგო ბერნაბეუზე 3:3 დასრულდა, საპასუხო კი 17 აპრილს, ეტიჰადზე შედგება.
„ამ ტურნირს მეფეებთან, რეალთან გვიწევს დაპირისპირება, მაგრამ თუ მკითხავთ გიპასუხებთ, რომ შიში არ გვაქვს. თუ გეშინია რაღაცის გაკეთება, მაშინ სჯობს, ასეთ მატჩებს ტელევიზორიდან უყურო.
ჩემპიონთა ლიგის მოგება გვინდა. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად კი რეალი გვყავს დასამარცხებელი. თუ ჩემპიონთა ლიგის მოგებას ისახავ მიზნად, მაშინ საუკეთესოების ბარიერი უნდა გადალახო." - აღნიშნა ხორვატმა მცველმა.
კომენტარები