ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
გ
გიორგი ლემონჯავა
14 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის რეალის ექს-ფეხბურთელმა, მესუთ იოზილმა, კლასიკოს მნიშვნელობის შემცირებაზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, კლასიკოს მნიშვნელობამ ბოლო წლებში დაიკლო და ეს ძალიან ცუდია. თუმცა, რეალის ბრალი არ არის, რომელიც დღემდე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად რჩება.
პრობლემა ბარსელონაშია, რომელმაც თავისი პოტენციალი დაკარგა. მათ გაცილებით მეტად უნდა შეხედონ საკუთარ თავს და პრობლემა სულ მსაჯებში არ ეძიონ.
მჯერა, რომ რეალი წელსაც მოიგებს ჩემპიონთა ლიგას. რუდიგერის გამარჯვების პენალტის შემდეგ სიხარულისგან Hala Madrid დავიყვირე.
რომელ მცველს აქვს წელს რუდიგერზე კარგი სეზონი? ის მსოფლიო დონის წელს ატარებს, უბრალოდ საოცარია. ეტიჰადზე წინა სეზონში არ უთამაშია და რეალმა 4:0 წააგო, მისი მენტალობა მხიბლავს.
რეალის ფანებისგან დღემდე ვიღებ დადებით შეტყობინებებს, მიუხედავად იმისა, რომ კლუბი 10 წელზე მეტია დავტოვე. ამას ძალიან ვაფასებ და ეს ამტკიცებს, როგორი განსაკუთრებული ფანები ჰყავს რეალს." - აღნიშნა გერმანელმა ექს-ფეხბურთელმა.
კომენტარები
16 საათის წინ
1 დღის წინ
14 საათის წინ
15 საათის წინ