სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბუნდესლიგის მე-2 ტურში ვინსენ კომპანის მიუნხენის ბაიერნმა ფრაიბურგი დაამარცხა.
შეხვედრა ალიანც არენაზე გაიმართა და რეკორდმაისტერის გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
38-ე წუთზე ანგარიში თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან ჰარი კეინმა გახსნა, 78-ზე კი ტაბლოზე საბოლოო ანგარიში შეცვლაზე შემოსულმა თომას მიულერმა დააფიქსირა.
სხვათაშორის, მიულერისთვის ეს მატჩი ისტორიული აღმოჩნდა - მან ბაიერნის მაისური 710-ედ მოირგო და კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩი დაუგროვდა. აქამდე ამ წოდებას 709 მატჩით ზეპ მაიერი იკავებდა.
ბაიერნმა 6 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილს ჰაიდენჰაიმთან და ლაიფციგთან ერთად ლიდერობს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები