სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დღეს პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ასპარეზობას იწყებენ ქართველი სპორტსმენები.
12:00-დან თვალის მიდევნება შეგვიძლია ძიუდოზე, სადაც -60 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას გიორგი სარდალაშვილი დაიცავს. მისი ბრძოლა მე-14 იქნება, რაც სავარაუდოდ 13:00-დან მოუწევს.
13:00-დან ცურვაში იასპარეზებს ანა ნიჟარაძე, რომელიც 100 მ. ბატერფლაიში გამოდის. ანა პირველ გაცურვაში პირველ ბილიკზე იქნება.
14:30-დან 10 მეტრზე ტყვიის სროლის კვალიფიკაციაში ვიხილავთ ლეგენდარულ ნინო სალუქვაძეს, რომელიც რეკორდულ მე-10 ოლიმპიადაზე ასპარეზობს.
ასევე 14:30-დან იწყება ფარიკაობა, სადაც სანდრო ბაზაძე იბრძოლებს. ქართველის 1/16 ფინალი 15:45-სკენ არის ჩანიშნული.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
ქართული სპორტის საოცარი კვირა
ფეხბურთი