-
Aa
+
ფონტის ზომა
მან სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ და მისმა მეუღლემ, კრისტინა სერამ ურთიერთობის დასრულება გადაწყვიტეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Diario AS იტყობინება.
ეს გადაწყვეტილება წყვილმა 2024 წლის დეკემბერში მიიღო.
იწერება, რომ გაშორების მიუხედავად, წყვილის ურთიერთობა სტაბილური და მეგობრული რჩება.
პეპ გვარდიოლამ კრისტინა სერა 1994 წელს გაიცნო. 2014 წელს წყვილმა ქორწილი გადაიხადა, მათ სამი შვილი ჰყავთ - ორი გოგონა და ერთი ბიჭი.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები