სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
4 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბუნდესლიგის მე-2 ტურში მოქმედმა ჩემპიონმა ლევერკუზენის ბაიერმა მოულოდნელი მარცხი იწვნია.
ჩაბი ალონსოს გუნდმა ბაი არენაზე ლაიფციგს უმასპინძლა და 45-ე წუთისთვის დამაჯერებლად 2:0-ს, ფრიმპონგის და გრიმალდოს გოლებით იგებდა.
თუმცა, ტაიმის მიწურულს კამპლმა ერთი ბურთი გაქვითა, 57-ზე ლუის ოპენდამ წონასწორობა აღადგინა, 80-ზე კი ბელგიელმა დუბლი შეასრულა და თავის გუნდს 0:2-დან მატჩი 3:2 მოაგებინა.
ლევერკუზენისთვის ეს 2023 წლის მაისის შემდეგ ბუნდესლიგაში პირველი მარცხია - წინა სეზონში გუნდი ჩემპიონი დაუმარცხებლად გახდა.
ალონსოს გუნდის წაუგებელმა სერიამ ბუნდესლიგაში 35 მატჩი შეადგინა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები