Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პორტუგალიელი გამოცემა O Jogo გიორგი აბურჯანიას შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
29 წლის ნახევარმცველი პორტუგალიის ჩემპიონატში დაბრუნებასთან ახლოსაა, ის კარიერას AVS SAD-ში გააგრძელებს.
გასული სეზონი ქართველმა თურქულ ჰათაისპორში გაატარა, სადაც პორტუგალიურ ჟილ ვისენტეში ნათამაშები 2 წლის შემდეგ გადავიდა. თურქეთში აბურჯანიამ 21 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 16 შემთხვევაში სასტარტო შემადგენლობაში იყო.
წყაროს ცნობით, ტრანსფერი თითქმის დახურულია და მომდევნო დღეებში ინფორმაცია ოფიციალურადაც დადასტურდება.
ავეშის საფეხბურთო კლუბმა პორტუგალიის უმაღლეს დივიზიონში თამაშის უფლება გასულ სეზონში მოიპოვა.
გ
გიორგი ლემონჯავა
კომენტარები
ქართული სპორტის საოცარი კვირა
ფეხბურთი