Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
დღეს 21:00 საათზე ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე, საქართველოს ეროვნული ლიგის 25-ე ტურის მატჩი გაიმართება, სადაც დინამო ბათუმი დინამო თბილისს უმასპინძლებს.
გუნდები სულ რაღაც 4 დღის წინ საქართველოს თასის 1/4 ფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა. გოლი დავით გოცირიძემ გაიტანა და დედაქალაქური კლუბი თასის 1/2 ფინალში გავიდა.
ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში გუნდები უკვე 2-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივე მატჩი ბათუმურმა გუნდმა მოიგო. მე-7 ტურში აჭარაბეთ არენაზე მასპინძლებმა 2-0 იმარჯვეს, მე-16 ტურში კი დინამო არენაზე შეხვედრა 1-2 დასრულდა.
ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილში დინამო ბათუმი 35 ქულით მე-4 ადგილზეა, დინამო თბილისი კი 27 ქულით მე-7 პოზიციაზეა.
მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა TKT.GE-ზე შეგიძლიათ.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები