სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
5 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
რუბენ ამორიმის თქმით, მანჩესტერის ახალგაზრდული შემადგენლობა მისთვის თავის მართლების მიზეზი არ გახდება.
„არ მინდა თქმა, რომ ჩვენ დრო გვჭირდება იმიტომ, რომ ახალგაზრდა გუნდი გვყავს. ისინი მზად არიან. მათ შეუძლიათ იუნაიტედის მოთხოვნებთან გამკლავება. მზად უნდა იყვნენ, იმიტომ, რომ უკვე აქ არიან.
გასაგებია, დრო საჭიროა, მაგრამ ჩვენ გამარჯვებებს შევეცდებით. თუმცა, პირველივე დღიდან უშიშრები უნდა ვიყოთ და არ ვიფიქროთ, რომ ისინი ასე თამაშს მიჩვეულები არ არიან.
ასეთი ფიქრები არ გამაჩნია. ისინი პირველივე დღიდან ჩვენი იდეით დაიწყებენ, განურჩევლად ყველაფრისა. მიზანი სწორედ ეს არის." - აღნიშნა პორტუგალიელმა.
თავის პირველ მატჩს იუნაიტედის სათავეში ამორიმი 24 ნოემბერს, იფსვიჩთან გამართავს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები