Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ალ იტიჰადი ედერსონს დაუკავშირდა, საუდის პრო ლიგაში გადასვლა ბრაზილიელსაც სურს, მან ალ ნასრთან პირადი დეტალებიც შეათანხმა, თუმცა ტრანსფერი აღარ შედგა.
მოლაპარაკებები კლუბებს შორისაც გაიმართება, მანჩესტერ სიტი მოთამაშის სანაცვლოდ 50-60 მილიონ ევროს ითხოვს, გარიგება ადვილი არ იქნება, მაგრამ ალ იტიჰადი ცდას არ დააკლებს.
ალ ნასრმა სიტის მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა და ამის გამო ედერსონის ტრანსფერზე უარი თქვა, საბოლოოდ არაბულმა კლუბმა სხვა ბრაზილიელი მეკარე ბენტო შეიძინა ატლეტიკო პარანაენსედან, რომელშიც 18 მილიონი ევრო გადაიხადა.
30 წლის ედერსონს მანჩესტერ სიტისთან არსებული კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. მისი გუნდიდან წასვლის შემთხვევაში პეპ გვარდიოლა აპირებს, რომ ნდობა სტეფან ორტეგას გამოუცხადოს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები