სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მომავალ ზაფხულს ფლორიან ვირცის ლევერკუზენიდან წასვლა გადაწყვეტილი ამბავი სულაც არ არის.
Kicker-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე არაფერი არ მიანიშნებს იმაზე, რომ მომავალ ზაფხულს გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი მიუნხენის ბაიერნში გადავა, მიუხედავად იმისა, რომ პრესაში ასე იწერებოდა.
მეტიც, ლევერკუზენი ვირცისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს 2028 წლამდე, რასაც ფეხბურთელის გარემოცვა დადებითად აფასებს.
კერძოდ, ფლორიანის მამა და მრჩეველი ამ ეტაპზე ტოპ-კლუბში გადასვლის აუცილებელ საჭიროებას ვერ ხედავს და მიაჩნია, რომ ლევერკუზენში დარჩენით ფეხბურთელისთვის საჭირო პროგრესი გაგრძელდება.
ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, ლევერკუზენი ვირცს 2026 წლის ზაფხულს უფრო მარტივად გაშვებას დაპირდება, თუ მისთვის სასურველი კლუბის შემოთავაზება იქნება მიღებუი.
ფლორიანის მიმართ ინტერესს მიუნხენის ბაიერნის გარდა, მადრიდის რეალსაც აწერენ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები