Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის გახსნით მატჩში იანგ ბოიზმა საკუთარ მოედანზე ასტონ ვილა მიიღო.
შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 0-3 დასრულდა. თამაშში ანგარიში 27-ე წუთზე იური ტილემანსმა გახსნა. 38-ე წუთზე კი ჯეიკობ რემზიმ სხვაობა ორამდე გაზარდა.
პირველი ტაიმის დასრულებამდე გოლი ოლი უოტკინსმაც გაიტანა, თუმცა ხელით თამაშის გამო მისი გოლი არ ჩაითვალა.
78-ე წუთზე ასტონ ვილას და კერძოდ ჯონ დურანს კვლავ ხელით თამაშის გამო კიდევ ერთი გოლი გაუუქმეს, 86-ე წუთზე ამადუ ონანას გოლი კი უკვე ჩაითვალა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.
უნაი ემერის გუნდმა შვეიცარიაში 0-3 იმარჯვა და ევროპული სეზონი დამაჯერებლად დაიწყო.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები