-
Aa
+
ფონტის ზომა
ბუნდესლიგის მე-8 ტურში ბარსელონასთან ჩემპიონთა ლიგაზე განადგურების (1:4) შემდეგ, გამწარებულმა ბაიერნმა შური ბოხუმზე იძია.
ვონოვია რურშტადიონზე გამართული მატჩი მიუნხენური გრანდის გამარჯვებით 5:0 დასრულდა.
საინტერესოა, რომ ხუთივე გოლი ბაიერნის სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა - ანგარიში ოლისემ გახსნა, შემდეგ კი თავი მუსიალამ, კეინმა, ლეროი სანემ და კინგსლი კომანმაც გამოიჩნეს.
ბაიერნმა 20 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილს ლაიფციგთან ერთად ლიდერობს, მესამე ადგილზე მოქმედი ჩემპიონი ლევერკუზენია, რომელიც ლიდერებს უკვე 5 ქულით ჩამორჩება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები