Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პარი სენ-ჟერმენი ახლოსაა ჟოაო ნევეშის ტრანსფერის დახურვასთან და ყველაფერი წესით რამდენიმე დღეში უნდა გადაწყდეს.
თავის მხრივ ბენფიკა ცდილობს, რომ რენატო სანჩესი დაიმატოს. მოთამაშის აგენტი ცდილობს, რომ ბაიერნის ყოფილი ნახევარმცველი ნევეშის გარიგების ნაწილი გახდეს. კლუბები შეთანხმებასთან ახლოს არიან.
პსჟ 19 წლის ნევეშის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს გადაიხდის და დამატებით ბენფიკაში რენატო სანჩესს გაუშვებს.
26 წლის რენატო 2022 წლიდან პარიზული გუნდის წევრია, ის გასულ სეზონში იჯარის წესით რომაში გადაბარგდა.
ასე რომ, პსჟ და ბენფიკა პორტუგალიელი ნახევარმცველების გაცვლასთან ახლოს არიან.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები