Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის ღია პირველობაზე -90კგ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ლაშა ბექაური გამოვიდა.
ქართველმა პირველ ეტაპზე ბერძენი ათანასიოს მილონელი იპონით დაამარცხა, შემდეგ ავასატე-იპონით ფრანგ ლუკას ჰუილეს აჯობა და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც ასევე ფრანგ ტეო ჰერბირს მოუგო იპონით.
1/2 ფინალში ბექაურმა სლოვაკ ალექს ბარტოს ვაზარითა და შიდოებით აჯობა, ფინალში კი მისი მეტოქე ფრანგი პაულ ლივოსი იყო, რომელსაც იპონით სძლია და მადრიდის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა.
აღსანიშნავია ვლადიმირ ახალკაცის შედეგიც, რომელიც -81კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის პრიზიორი გახდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები