15 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის გადადებული მე-15 ტურის მატჩში ევერტონმა სტადიონ გუდისონ პარკზე ლივერპულს ისტორიაში უკანასკნელად უმასპინძლა.
შეხვედრა, როგორც მერსისაიდულ დერბის ეკადრება, დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა და ფრედ, 2:2 დასრულდა.
მე-11 წუთზე ბეტომ მოიესის გუნდი დააწინაურა, თუმცა 5 წუთში სალაჰის პასით ალექსის მაკ ალისტერმა შეძლო წონასწორობის აღდგენა.
73-ე წუთზე სალაჰმა ასისტენტობის შემდეგ გოლეადორის როლიც მოირგო და თავისი გუნდი წინ გაიყვანა.
თითქოს, სლოტის გუნდი გამარჯვებისკენ მიდიოდა, თუმცა 90+8 წუთზე ჯეიმს ტარკოვსკიმ მატჩში მეორედ შეძლო წონასწორობის აღდგენა და ლივერპულს მნიშვნელოვანი ორი ქულა დააკარგვინა.
ასეთი გამოდგა ისტორიაში უკანასკნელი მერსისაიდული დერბი გუდისონ პარკზე - 2025/26 სეზონიდან ევერტონი ახალ სტადიონზე გადადის.
ლივერპულმა 57 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან არსენალს 7 ქულით უსწრებს, ევერტონი კი ოთხი მატჩია დაუმარცხებელია და 27 ქულით მე-15 ადგილს იკავებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები