სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს პრე-სეზონი დასრულდა და გუნდები უკვე რეგულარული სეზონისთვის ემზადებიან.
სეზონისთვის მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა მოთამაშეებმაც - სანდრო მამუკელაშვილმა და გოგა ბითაძემ.
სანდრომ სან ანტონიო სპურსის შემადგენლობაში 5 მატჩი ჩაატარა.
სანდრო VS ოკლაჰომა - 17 წუთი, 14 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა.
სანდრო VS ორლანდო - 16 წუთი, 9 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა.
სანდრო VS იუტა - 17 წუთი, 15 ქულა, 2 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა.
სანდრო VS მაიამი - 5 წუთი, 1 ქულა, 1 მოხსნა
სანდრო VS ჰიუსტონი - 18 წუთი, 9 ქულა, 1 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა
სან ანტონიომ ორლანდო (107-97) და იუტა (126-120) დაამარცხა, დანარჩენი 3 მატჩი კი წააგო.
გოგა ბითაძემ და ორლანდომ პრე-სეზონზე მხოლოდ 3 შეხვედრა ჩაატარეს.
გოგა VS ნიუ ორლეანსი - 10 წუთი, 7 ქულა, 9 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა.
გოგა VS სან ანტონიო - 22 წუთი, 8 ქულა, 11 მოხსნა.
გოგა VS ფილადელფია - 10 წუთი, 6 ქულა, 7 მოხსნა.
ორლანდომ ფილადელფია 114-99 დაამარცხა, ნიუ ორლეანსთან (106-104) და სან ანტონიოსთან (107-97) კი წააგო.
ორლანდო რეგულარული სეზონის პირველ შეხვედრას 24 ოქტომბერს მაიამი ჰიტის წინააღმდეგ გამართავს, სან ანტონიო კი 25 ოქტომბერს დალას მავერიქსს დაუპირისპირდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები