სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
იუვენტუსის და იტალიის ნაკრების ექს-მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ, რომელმაც კარიერა ამ ზაფხულს დაასრულა, აღიარა, რომ პეპ გვარდიოლას უარი ორჯერ უთხრა.
„გვარდიოლა თავისთან ორჯერ მეძახდა: 2016 და 2017 წლებში.
2016-ში იუვენტუსი არაფრით არ გამიშვებდა და გუნდში დარჩენით თავადაც ბენიერი ვიყავი.
2017-ში, როცა მილანში წავედი, მაშინ სიტიც მეძახდა, თუმცა იტალიაში მინდოდა დარჩენა, ჩემი შვილის ცნობილი ამბების გამო." - აღნიშნა ბონუჩიმ.
2016-2017 წლებში ბონუჩის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აღმოუჩინეს, რის გამოც ფეხბურთელი ხშირად გუნდის ვარჯიშებსაც კი ტოვებდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები