სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბრუნო ფერნანდეშმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრებს მიმართა.
"ახლა რთული მომენტია როგორც გუნდისთვის, ასევე პირადად ჩემთვის, ერთ-ერთი ყველაზე რთული. თითქმის 5 წელია კლუბში ვარ, ყოფილა აღმასვლა და დაღმასვლა, კარგი და ცუდი მომენტები.
პირადად, ყოველთვის მქონდა გამოწვევები ჩემს კარიერაში და ერთი რამ, რაც არასდროს მომხდარა, არის ის, რომ არ გავჩუმებულვარ და დავმალულვარ, მაშინ როცა რთულ მომენტებში პასუხისმგებლობა ჩემს თავზე უნდა ამეღო.
ვიცი, ეს ბანალურად ჟღერს და იუნაიტედის ბევრი გულშემატკივარი ამით იღლება, მაგრამ არავინ არ არის იმაზე იმედგაცრუებული, როგორც მე ამ მომენტში.
ასეთ მომენტშიც მე ვაფასებ თქვენს ყველა პოზიტიურ მესიჯს და იმას, რომ გჯერათ ჩემი და ამ გუნდის." - წერს პორტუგალიელი სოციალურ ქსელში.
ბრუნო ფერნანდეშმა მანჩესტერ იუნაიტედის ზედიზედ 2 მატჩში მიიღო წითელი ბარათი. ტოტენჰემთან გუნდი ოლდ ტრაფორდზე 0-3 დამარცხდა, პორტუსთან კი ევროპა ლიგაზე 3-3 ითამაშა.
ბრუნოს პრემიერ ლიგაში 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მოუხსნეს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები