სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლევერკუზენის მწვრთნელმა, ჩაბი ალონსომ, 2023/24 სეზონში ვერშესრულებულ ტრებლზე ისაუბრა.
ფარმაცევტებმა გერმანიის თასი და ჩემპიონატი მოიგეს, ევროპა ლიგაზე კი ფინალში ატალანტასთან დამარცხდნენ (0:3). მთელ სეზონში ეს გუნდის ერთადერთი წაგება იყო.
„ეს ფეხბურთია და წაგებებიც ჩვენი სამსახურის ნაწილია, რაც არც პირველად მოხდა და არც უკანასკნელად.
თითქმის დარწმუნებულიც ვარ და ინტუიციაც მკარნახობს, რომ ატალანტასთან ეს წაგება როგორც მწვრთნელს უკეთესს გამხდის, ვიდრე პოტენციურად მოგებული ტრებლი. რა თქმა უნდა, ასეთი მატჩები არ გავიწყდება და ამას ჩვენ მომავალში ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენებთ.
ამ მომენტისთვის მისი გახსენება ტკივილს მაყენებს. ძალიან მტკივა, მაგრამ მაქვს შეგრძნება, რომ ჩემი განვითარებისთვის ეს წაგება უკეთესია, ვიდრე წაუგებლად მოგებული ტრებლი." - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები