სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 34-ე ტურის გადადებული მატჩი ბრაიტონსა და ჩელსის შორის დღეს გაიმართა.
შეხვედრა ლონდონელთა გამარჯვებით 1-2 დასრულდა. 34-ე წუთზე ანგარიში კოულ პალმერმა გახსნა, რომელმაც ჩემპიონატში 22-ე გოლი გაიტანა.
64-ე წუთზე უპირატესობა ორამდე კრისტოფერ ნკუნკუმ გაზარდა, რომელიც დიდხნიანი ტრავმის შემდეგ სულ ახლახანს დაუბრუნდა გუნდს.
88-ე წუთზე ჩელსი კაცნაკლული დარჩა. მსაჯმა მოედნიდან რის ჯეიმსი გააძევა.
მატჩის კომპენსირებულ მე-8 წუთზე კი დენი უელბეკმა სხვაობა შეამცირა, თუმცა ბრაიტონმა მეტი ვეღარ მოასწრო და 3 ქულა ლონდონელებს დარჩათ.
ამ გამარჯვებით პოჩეტინოს გუნდმა 60 ქულა მოაგროვა და მე-6 ადგილზე იმყოფება, რაც კონფერენს ლიგაზე ასპარეზობის უფლებას ნიშნავს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები