სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 37-ე ტურში ჩელსიმ სტუმრად უხვგოლიან მატჩში ნოტინგემ ფორესტს აჯობა.
შეხვედრა სტადიონ სიტი გრაუნდზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
ჩელსის მხრიდან გოლები მუდრიკმა, სტერლინგმა და ჯექსონმა გაიტანეს. 75-ე წუთისთვის ნოტინგემი 2:1-ს იგებდა, თუმცა 80 და 82-ე წუთებზე პოჩეტინოს გუნდმა ორი გოლით მატჩის თავდაყირა დაყენება მოახერხა.
ლონდონურმა კლუბმა 57 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილოსან ნიუკასლს ქულებით გაუთანაბრდა.
ნოტინგემის ანგარიშზეკი 29 ქულა დარჩა და გუნდი გასავარდნ ზონას 3 ქულით არის მოცილებული.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
ნოტინგემმა ენფილდზე ისტორია დაწერა
ფეხბურთი