Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნაპოლი ლონდონის ჩელსისთან რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.
ბელგიელმა ფორვარდმა ნეაპოლიტანურ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტზე მოილაპარაკა, მისი წლიური ანაზღაურება 6 მილიონი ევრო იქნება.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ნაპოლი მზადაა ლუკაკუს სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადოს და კონტრაქტში გარკვეული ბონუსებიც ჩაწეროს.
თუმცა, ჩელსი ფეხბურთელში მინიმუმ 35 მილიონ ევროს ითხოვს. 10-მილიონიანი სხვაობის მიუხედავად, კლუბები შეთანხმების მიღწევას უახლოეს პერიოდში ეცდებიან.
გასული სეზონი ლუკაკუმ იჯარით რომაში გაატარა, სადაც სერია ა-ს 32 მატჩში 13 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები