-
Aa
+
ფონტის ზომა
კოპა ამერიკა 2024-ის ფინალში კოლუმბიის ნაკრების დამარცხების შემდეგ არგენტინელი ფეხბურთელების ზეიმის ვიდეო გავრცელდა, სადაც ავტობუსში ისინი მღერიან.
კადრებში ჩანს თუ როგორ იმეორებს ენცო ფერნანდესი თავის გუნდელებთან ერთად შეძახილებს საფრანგეთის ნაკრებზე.
სიმღერის ტექსტში გამოყენებულია სიტყვები: "პასპორტები, ოჯახები, ყველანი აფრიკაში არიან დაბადებული".
ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ ლონდონის ჩელსიში ენცოს ფრანგმა გუნდელებმა აქსელ დისასიმ, მალო გუსტომ და ვესლი ფოფანამ არგენტინელს ინსტაგრამზე გამოწერა გაუუქმეს.
ფოფანამ კი სოციალურ ქსელში აღნიშნულ ვიდეოსთან დაკავშირებით პოსტიც გამოაქვეყნა: "ფეხბურთი 2024 წელს: დაუფარავი რასიზმი"
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები