მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტ ფეიენოორდს რობინ ვან პერსი ჩაიბარებს.
როტერდამულმა კლუბმა 41 წლის სპეციალისტის დანიშვნაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია, ექს-ფორვარდი კლუბში ჰერენვენიდან გადავა, რომელსაც 2024 წლის მაისიდან უდგას სათავეში.
ვან პერსის დამხმარე რენე ჰაკე იქნება, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედში ერიკ ტენ ჰაგს ეხმარებოდა. ორივე მწვრთნელი კლუბთან კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს.
ვან პერსი ფეიენოორდის ახალგაზრდულ და პირველ გუნდებში 1998-2004 წლებში თამაშობდა, სადაც პროფესიონალური კარიერა დაიწყო. 2021-2024 წლებში ის კლუბის ახალგაზრდულ გუნდებს ედგა სათავეში.
ფეიენოორდი ნიდერლანდების ჩემპიონატში 22 ტურის შემდეგ 40 ქულით მე-4 ადგილზეა, გუნდს დროებით პასკალ ბოსშაარტი წვრთნის, რომლის ხელმძღვანელობითაც როტარდემელებმა პლეიოფში მილანს აჯობეს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები