სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
11 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მცირე პაუზის შემდეგ, ევროპული ფეხბურთი მორიგი ჩემპიონთა ლიგის კვირით გვიბრუნდება.
დღევანდელ, 5 ნოემბრის სათამაშო დღეს საერთო ფაზისთვის ტრადიციულად 9 მატჩი გაიმართება, საიდანაც 2 ნაადრევად შედგება.
უყურე სასურველ მატჩს adjarabetarena-ზე სრულიად უფასოდ.
21:45
პსვ - ჟირონა
სლოვან ბრატისლავა - დინამო ზაგრები
საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია და ყოფილი მწვრთნელი, ვლადიმერ ვაისი ჩემპიონთა ლიგაზე მე-4 მატჩს ჩაატარებენ. ამ დრომდე, სლოვანის საქმეები ძაან ცუდად მიმდინარეობს - გუნდმა 3-დან 3 მატჩი წააგო, მხოლოდ 1 გოლის გატანა შეძლო და 36-გუნდიან ცხრილში ბოლო ადგილს იკავებს.
იმისთვის, რომ 24 საუკეთესო გუნდში შესასვლელად ბრძოლა მაინც შეძლოს, სლოვანს ქულები ჰაერივით ესაჭიროება და პრობლემურ ზაგრებთან საშინაო მატჩი ამის იდეალურ შანსს ჰგავს - თავის მხრივ, ხორვატებმა ბაიერნთან 2:9 განადგურების შემდეგ, ჯერ მონაკოსთან ითამაშეს ფრე, შემდეგ კი სტუმრად ზალცბურგს მოუგეს, რომელიც ასევე ამ დრომდე უქულოდ არის.
23:55
ბოლონია - მონაკო
სელტიკი - ლაიფციგი
დორტმუნდი - შტურმი
ლილი - იუვენტუსი
ლივერპული - ლევერკუზენი
რეალი - მილანი
სპორტინგი - მან სიტი
ბრიუგე - ასტონ ვილა
შახტარი - იანგ ბოიზი
რეალი - მილანი
ჩემპიონთა ლიგის ორი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის დაპირისპირება - კარლო ანჩელოტი სწორედ იმ გუნდს შეხვდება, რომელშიც მწვრთნელის რანგში სახელი თავის დროზე ყველაზე მეტად გაითქვა. სამი ტურში რეალმა 6 ქულა მოაგროვა - სანტიაგო ბერნაბეუზე შტუტგარტს (3:1) და დორტმუნდს (5:2) მოუგო, სტუმრად კი სენსაციურად ლილთან დამარცხდა (0:1)
რაც შეეხება მილანს, ფონსეკას გუნდმა ტურნირი ორი მარცხით დაიწყო - ჯერ სახლში ლივერპულთან წააგო (1:3), შემდეგ კი სტუმრად ლევერკუზენთან (0:1). მდგომარეობა გუნდმა მესამე ტურში, ბრიუგეს დამარცხებით გამოისწორა (3:1) და ამჟამად 24 გამსვლელ გუნდს 25-ე ადგილზე მოჰყვება.
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი: ლუნინი, ვასკესი, მილიტაო, რუდიგერი, მენდი, ვალვერდე, მოდრიჩი, კამავინგა, ბელინგემი, ვინისიუსი, მბაპე.
მილანი: მენიო, ემერსონი, ტომორი, პავლოვიჩი, ტეო ერნანდესი, ფოფანა, ლოფტუს ჩიკი, ჩუკვუეზე, პულიშიჩი, ლეაო, მორატა.
სპორტინგი - მან სიტი
მატჩი განსაკუთრებით საინტერესო იმის გამო გამოდის, რომ მან იუნაიტედის მომავალი მწვრთნელი, სპორტინგის რიგებში თავის ბოლოსწინა მატჩში მან სიტის დაუპირისპირდება. 3 ტურში ამორიმის გუნდმა 7 ქულა მოიპოვა და მე-8 ადგილზე იმყოფება, სიტი კი იმავე 7 ქულით მე-3 პოზიციაზეა და ჯერ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გოლი არ გაუშვია.
მან სიტი მატჩს ზედიზედ ორი მარცხით ხვდება - გვარდიოლას გუნდი ჯერ თასიდან ტოტენჰემთან (1:2) მარცხით გამოვარდა, შემდეგ კი პრემიერ ლიგაში სეზონის პირველი მატჩი სტუმრად, ბორნმუთთან დათმო (1:2).
სავარაუდო შემადგენლობები
სპორტინგი: ისრაელი, ინასიო, დიომანდე, დებასტი, ქენდა, ბრაგანკა, ჰიულმანი, არაუხო, ტრინკაო, გიოკირეში, გონსალვეში
მან სიტი: ორტეგა, ლიუისი, აკე, აკანჯი, გვარდიოლი, ბერნარდუ სილვა, ნუნეში, კოვაჩიჩი, გიუნდოგანი, დოკუ, ჰალანდი.
ლივერპული - ლევერკუზენი
ჩემპიონთა ლიგის ამ დრომდე ორი უდანაკარგო გუნდიდან ერთ-ერთი სწორედ არნე სლოტის ლივერპულია, რომელიც გერმანიის მოქმედ ჩემპიონ ლევერკუზენს დაუპირისპირდება. ჩაბი ალონსოს გუნდმა 9 შესაძლოდან 7 ქულა მოიპოვა და ქულები მხოლოდ ბოლო ტურში, ბრესტთან გასვლთ მატჩში დაკარგა.
სლოტს კი ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო მატჩებში ნამდვილი გამოცდა ელის - ბაიერის გარდა, გუნდს უახლოეს პერიოდში ენფილდზე მადრიდის რეალი ესტუმრება, რაც ჯერჯერობით უდანაკარგოდ მიმავალი მერსისაიდელებისთვის კარგი ტესტი გამოვა.
ლივერპულს სეზონის დიდებული სტარტი გამოსდის - 10 ტურში გუნდმა 25 ქულა დააგროვა და პრემიერ ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს, ლევერკუზენმა კი უკვე საკმაო ქულების დაკარგვა მოასწრო და ლიდერ ბაიერნს 5 ქულითაც ჩამორჩება.
სავარაუდო შემადგენლობები
ლივერპული: კელეჰერი, არნოლდი, ქუანსა, ვან დაიკი, რობერტსონი, გრავენბერხი, სობოსლაი, მაკალისტერი, სალაჰი, ნუნიესი, დიასი
ლევერკუზენი: ჰრადეცკი, ტა, ტაპსობა, ჰინკაპიე, ჰოფმანი, ანდრიხი, ჯაკა, გრიმალდო, ფრიმპონგი, ვირცი, ბონიფასე.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ქართველი ირაკლი აზაროვის შახტარი საკუთარ კედლებში იანგ ბოიზს მიიღებს, სამი ტურის შემდეგ დონეცკელებს მხოლოდ 1 ქულა აქვთ, შვეიცარიელებს კი - 0. რამდენად მიეცემა ირაკლის ამ მატჩში თავის გამოჩენის საშუალება - უცნობია, რამეთუ ამ ჩემპიონთა ლიგაზე ქართველს ჯერ მოედანზე ერთი წუთიც არ აქვს გატარებული.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები