Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიგა ჭიკაძემ არნოლდ ალენთან ბრძოლის წინ მედიასთან ისაუბრა.
"დიდი ხანია ინგლისში არ ვყოფილვარ, დაახლოებით 20 წელია. აქ თავს კარგად ვგრძნობ.
ვგრძნობ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო ჩხუბი იქნება. მინდა, რომ ბრძოლა სწრაფად დავამთავრო და დღის ბრძოლის თუ არა დღის პერფორმანსის ბონუსი მივიღო.
ნამდვილად მგონია, რომ ეს დაპირისპირება ღონისძიების სხვა ბრძოლებთან შედარებით უფრო სანახაობრივი იქნება. ბევრ გულშემატკივარს შევხვდი და მათთვის ჩვენი დაპირისპირება მეინ ივენთივითაა, ამიტომ ველოდები, ოქტაგონზე როდის შევაბიჯებ. ალენს საინტერესო სტილი აქვს, სხვადასხვა სტილს კარგად ურევს და ცვლის, თუმცა ჩემზეც იცით, რა შემიძლია საუკეთესოდ და მე სნაიპერივით ვიქნები.
ბევრი დრო მქონდა ჩემი ბოლო ბრძოლის შემდეგ, რადგან იქამდე წელიწადნახევრიანი პაუზა იყო, შემდეგ კი მოვიგე და გამარჯვების გზაზე დავდექი, იყო რამდენიმე ტრავმა და ბრძოლაზე უარის თქმა მომიწია, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ აქ ვართ, ჯანმრთელი, სპორტულად ამაზე კარგად არასდროს ვყოფილვარ და კარგ ფორმაში ვარ.
ალენი კარგი სტრაიკერია, რომელსაც გრეპლინგი და ჭიდაობაც შეუძლია. მე კი კემპზე ჩემი მეგობარი და ძვირფასი ძმა ბენილ დარიუში მეხმარებოდა. მიხარია, რომ მას ჩემთვის დრო ჰქონდა და დამეხმარა ვარჯიშში. ამ ბრძოლისთვის მზადების პროცესში მასზე უკეთესი პარტნიორი ვერ მეყოლებოდა.
ალენი მაქსთან (ჰოლოუეი) კარგად გამოიყურებოდა, ვფიქრობ, რაუნდების დასაწყისში საუკეთესოდ ვერ იყენებდა თავის შესაძლებლობებს, არ ვიცი ეს პატივისცემის გამო ხდებოდა თუ მაქსი ზედმეტად ძლიერია მისთვის. თუმცა ბრძოლის ბოლოს ვნახეთ, თუ რა გააკეთა მან, როგორ მოძრაობდა. ევლოევთან ბრძოლაში კი მსაჯებმა გამარჯვება ევლოევს მისცეს, მაგრამ ჩემი აზრით, ალენმა მოიგო.
ვფიქრობ, არნოლდი ჩემპიონის დონის მებრძოლია, ის ჩემთვის საუკეთესო 5 მებრძოლშია, რომლის დამარცხების შემთხვევაშიც სატიტულო ბრძოლას უნდა იმსახურებდე, ამიტომ ეს ჩემი შანსია, რომ ტოპ 5-ში მოვხვდე და შემდეგ ტიტულისთვის ვიბრძოლო, თუმცა ჯერ ის უნდა დავამარცხო." - განაცხადა UFC-ის ქართველმა მებრძოლმა.
გიგა ჭიკაძისა და არნოლდ ალენის დაპირისპირება 28 ივლისს ინგლისის ქალაქ მანჩესტერში UFC 304-ზე გაიმართება.
გიგა ოქტაგონს თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
ქართული სპორტის საოცარი კვირა
ფეხბურთი