Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბენ ჩილუელი და რაჰიმ სტერლინგი ჩელსის პროექტში ოფიციალურად აღარ განიხილებიან. ისინი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობენ. ამაზე ლოდნონელთა მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამაც ისაუბრა.
"უბრალოდ ვცდილობ, რომ გულწრფელი ვიყო. რაჰიმს ვუთხარი, რომ სათამაშო წუთების მიღება გაუჭირდება. ჩილუელის შემთხვევაშიც იგივე სიტუაციაა.
არ ვამბობ, რომ რაჰიმი კარგი მოთამაშე არ არის, უბრალოდ მე სხვანაირი ვინგერები მირჩევნია. საქმე მარტივადაა. გულწრფელად ვამბობ, ის სათამაშო წუთებს ვერ მიიღებს. მე მას სიტისთან თამაშის წინ ერთი ერთზე ვესაუბრე, მისთვის ახალი სათქმელი აღარ მაქვს. თუ კვლავ სურს საუბარი, იმავეს ვეტყვი, რაც უკვე ვუთხარი."
ჩელსიში სჯერათ, რომ სტერლინგი გუნდს 100%-ით დატოვებს, მან უკვე ვარიანტების მოძებნა დაიწყო.
იტალიელმა გუნდში ფეხბურთელების სიმრავლეზეც გააკეთა კომენტარი.
"42 მოთამაშესთან არ ვმუშაობ,. მხოლოდ 21 ფეხბურთელს ვავარჯიშებ. დანარჩენი 15-20 მოთამაშე ცალკე ვარჯიშობს და მათ ვერ ვხედავ. როგორც გარედან ჩანს, ისეთი არეულობა გუნდში არ არის. მათ შეუძლიათ 20-წლიანი კონტრაქტები ჰქონდეთ, ეს ჩემი საქმე არ არის."
მარესკამ ჟოაო ფელიქსის ტრანსფერიც შეაფასა.
"ჟოაო ტალანტია. კლუბში უკვე იციან მის შესახებ. კარგია, რომ მას სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში: სიღრმეში, ცხრიანზე, ფლანგზე.
ტრანსფერები კიდევ? ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს მოთამაშეების დამატებასა და გაყიდვასთან დაკავშირებით."
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
სპორტის გურუ - თამაში მოგებაზეა
ფეხბურთი