15 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კარლო ანჩელოტიმ სიტისთან განვლილი მატჩი შეაფასა.
„ჯერ არაფერი დასრულებულა, წინ მეორე თამაშია. სიტი ძალიან კარგად გამოიყურებოდა.
დაცვაში კარგი ბლოკით ვიდექით, რაც კარგია, ჩვენთვის იშვიათობაა (იცინის).
როდრის ბანერი? არ ვიცი, დაინახა თუ არა ის ვინისიუსმა, მაგრამ თუ კი - აშკარად წაადგა და მოტივაცია მისცა.
ამ გამარჯვებას ვიმსახურებდით, სწორედ ასე უნდა გვეთამაშა. სეზონი ჩვენთვის ახლა იწყება.
პირველი ტაიმის შემდეგ ორ ტაქტიკურ ცვლილებას მივმართეთ. შედეგით კმაყოფილები უნდა ვიყოთ, თუმცა სიტიმ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა, ორივე გუნდს კარგი შანსები ჰქონდა.
დაცვა დიდებულად გამოიყურებოდა - ამ ოთხეულს ერთად არასდროს უთამაშია. ის კი არა, ერთად არ უვარჯიშია კიდეც, თუმცა ბრწყინვალედ გამოვიყურებოდით. სხვათაშორის, ჩუამენი, რომელსაც ძალიან აკრიტიკებენ, დიდებულად გამოიყურებოდა, მიუხედავად იმისა, რომ თავისთვის უცხო პოზიციაზე ითამაშა. დაცვა მხოლოდ მცველებს არ ეხებათ, ეს მთელი გუნდის საქმეა.
საპასუხო თამაშის წინ რუდიგერი და ალაბა გვჭირდებიან. წესით, დაბრუნება უნდა მოასწრონ.
იყო თუ არა ეს ჩემი საუკეთესო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე რეალთან ერთად? რა თქმა უნდა, არა.
კამავინგამ მოედანზე პოზიციის შერჩევასა და გადაწყვეტილებების მიღებაზე უნდა იმუშავოს. თუმცა, ის და სებალიოსი დიდებულები იყვნენ." - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები