2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ტომას ტუხელის დანიშვნას სამი ლომისა და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელი და ამჯერად ანალიტიკოსი გარი ნევილი გამოეხმაურა.
"ვფიქრობ, ჩვენს თავებს ვაზიანებთ. მგონია, რომ ბევრი ინგლისელი კანდიდატი არსებობს, ვისი ნაკრებში დანიშვნაც შეიძლებოდა.
ერთ წრეზე ვტრიალებთ, როცა საქმე მწვრთნელობას ეხება. ინგლისურ სამწვრთნელო სკოლას ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რეპუტაცია აქვს ევროპაში. ჩვენ არ გვაქვს გამოკვეთილი იდენტობა და არ ჩამოგვიყალიბებია სტილი, რომელიც ჩვენთვის უნიკალური იქნება.
ვხედავთ, როგორ მოდიან მწვრთნელები ევროპიდან პრემიერ ლიგაში, თავიანთ სტილს ნერგავენ ჩვენს თამაშში და მერე მათ ვაკოპირებთ, მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენ გვჭირდება, რომ იდენტობა ჩამოვაყალიბოთ, რომელიც ინგლისელ მწვრთნელებს თავის გამოჩენის საშუალებას მისცემს.
ვფიქრობდი, რომ ინგლისის ნაკრებში უცხოელი მწვრთნელების დანიშვნის პერიოდი უკან მოვიტოვეთ." - უთხრა ნევილმა Sky Sports.
ტომას ტუხელი სამი ლომის მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა. გერმანელი მუშაობას 2025 წლის იანვრიდან დაიწყებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები